პუბლიკაციები
უმრავლესობის ფარული მოლაპრაკება ოპოზიციასთან -ფრაქციები და 5 დეპუტატი

   საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმომწერ დეპუტატთა რაოდენობამ აჩვენა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მყარი პოზიცია არ არსებობს, პროექტს ხელს 108 დეპუტატი აწერს, ცვლილებების მიღებას კი 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს ,რომ საპარლამენტო უმრავლესობას ახალი კონსტიტუციის მისაღებად მხარდამჭერების ძებნა საპარლამენტო უმცირესობაში მოუწევს.

როგორც ალაფიშვილმა ,,პირველ რადიოს“ განუცხადა ეს პროცესი დაწყებულია და საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე დაიწყო მოლაპარაკაბები ოპონენტებთან.

,,საპარლამენტო უმცირესობა არც თუ მრავალრიცხოვანია, არც დეპუტატების მანდატების მხრივ ,არც კიდევ სუბიექტების მხრივ. ამ შემთხვევაში, ჩემი წყაროს ცნობით, დაიწო პროცესი და რა იქნება შემდგომ ვერ გეტყვით.

როგორც ჩანს ეს არის კონსტიტუციის მხარდაჭერისთვის შესაძლო მოკავშირების ძებნა და შესაძლო პოლიტიკური მორიგება. ეს პროცესის დასაწყისია. ფაქტია, რომ უმრავლესობა მყარი არ არის კონსტიტუციასთან მიმართებაში და სწორედ ამიტომ გაიხსნა მოლაპარაკების კარი. მოკავშირეების ძებნა მხოლოდ უმცირესობაში შეიძლება იყოს, იმიტომ რომ დეპუტატები აძლევენ ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამიტომ მოლაპარაკების სავარაუდო ადრესატთა რაოდენობა არც ისე მრავალფეროვანი ჰყავთ. იყო აღიარება, რომ უმრავლესობაში არის არაერთგვაროვნება და საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში უმრავლესობა არ იყო მყარი .“-აცხადებს ალაფიშვილი ,,პირველ რადიოსთან“ .

ალაფიშვილი არ აკონკრეტებს, ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ მოლაპარაკებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ინდივიდუალიურად აწარმოებენ.

,,ეს რომ იყოს ფრაქციების დონეზე უკვე წინ წასული პროცესი ამაზე ვიტყოდი, როგორც ჩანს ჩემი ინფორმაციით, ფრაქციების დონეზე არც აპირებს მოლაპარაკებებს, რადგან უმრავლესობას მაქსიმუმ სჭირდება 5 ხმა, რაც საჯაროდ გაცხადებულია, რომ რეალურად ავიდეს 113 დეპუტატამდე. ამ ეტაპზე, რაც მე ინფორმაცია მაქვს შესაძლოა იყოს ღია შეთავაზება, როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში განხილავადი, ასევე პოლიტიკურ სუბიექტთან ფრაქციისადმი გაკეთებული შეთავაზებაც მაგრამ ამის თქმის საფუძველი არ მაქვს,“- აცხადებს ალაფიშვილი.

ალაფისვილი ფიქრობს, რომ რადგან ეს პროცესი მხოლოდ პირველი ეტაპია და ჯერ არც მორიგება შემდგარა და მითუმეტს არც ოპოზიციონერ დეპუტატებს მიუღიათ გადაწყვეტილება დაუჭირონ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეტმა კონკრეტიკამ შეიძლება უარყოფითი გავლენაც კი მოახდინოს ამ პროცესზე, ამიტომ ის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

თუმცა ამბობს, რომ როცა საქმე საკონსტიტუციო ცვლილებების ფარულ კენჭისყრაზე მიდგება, შესაძლოა, აღარც დასჭირდეს უმრავლესობას ოპოზციის მხარდაჭერა ან პირიქით უფრო მეტი ხმა დააკლდეს.

,,შესაძლოა მეტი დეუტატის მხარდაჭერაც დასჭირდეს. იმ პროექტზე 108 დეპუტატის ხელმოწერა არ ნიშნავს,რომ 108 მისცემს კენჭისყრისას ხმას,“-ამბობს ალაფიშვილი ,,პირველ რადიოსთან“.