აქტუალური
მარგველაშვილმა ხატია დეკანოიძეს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნა – მალე მიხეილ სააკაშვილსაც დაუბრუნებს!

   საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. სააკაშილის ერთგულმა თანამოაზრემ და მეგობარმა მეხატია დეკანოიძემ საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს მოქალაქეობა უწინ, მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც სააკაშვილმა იგი უკრაინაში წაიყვანა და იქ უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსად დანიშნეს. უკრაინული კანონმდებლობით, მაღალ თანამდებობაზე ყოფნის დროს ქვეყნის მოქალაქეობა უნდა მიეღო, საქართველოს კანონმდებლობა კი ორმაგ მოქალაქეობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ოდესის გუბერნატორმა სააკაშვილმა და მისმა მეგობარმა დეკანოიძემ დაუნანებლად მოისროლეს ქართული პასპორტები ნაგვის ყუთში.

თუმცა მას შემდეგ, რაც ხატია დეკანოიძე 2016 წელს თანამდებობიდან გააძევეს, იგი თბილისში დაბრუნდა და 4 თვის წინ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც მანამდე სააკაშვილმა დაურეკა. ამის შემდეგ მან ფორმალურად გაიარა ყველა საჭირო პროცედურა, მათ შორის გასაუბრება, რის შემდეგაც ქართული პასპორტი დაუბრუნდა. დღეს დეკანოიძე, პრეზიდენტ მარგველაშვილის წყალობთ, კვლავაც სააკაშვილის პარტია „ნაცმოძრაობის“ სახეა, რომელიც აქტიურად არის დაკავებული ანტისახელმწიფოებრივი ძრგამომთხრელი საქმიანობით.

„ჩემს ცხოვრებაში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი. მე დამიბრუნდა საქართველოს მოქალაქეობა და ნამდვილად ბედნიერი ვარ ამით. დამიბრუნდა კანონიერად, ვინაიდან ვარ საქართველოში დაბადებული, ჩემი მშობლები აქ ცხოვრობენ, ჩემი სახლი აქ არის, ეს არის ჩემი სამშობლო. გარდა ამისა, ეს მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩემი ქვეყნის განვითარებაში კიდევ უფრო აქტიური წვლილი შევიტანო“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, პრეზიდენტ სააკაშვილის სისხლიანი დიქტატურის დროს.