აქტუალური
საქართველოს ნატოში 425 წლის შემდეგ მიიღებენ! – საქინფორმი

   საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. ამერიკელი კონგრესმენების წერილს, სადაც ისინი შეერთებული შტატების პრეზიდენტს საქართველოსადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება.

ეს არის უპრეცედენტო, როდესაც ამდენი კონგრესმენი საქართველოსთან მიმართებით პოზიციებს აფიქსირებს მტკიცედ და მოუწოდებს საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ და ადასტურებს, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაგრძელდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კუთხით. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის მტკიცე, მათ შორის კონგრესის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ ამერიკელმა კონგრესმენებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართეს. დონალდ ტრამპს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად მიმართა.

მაშ ასე, აშშ–ის კონგრესში – 435 კონგრესმენი და 100 სენატორია და მათგან მხოლოდ 30 აღმოჩნდა „საქართველოს მეგობარი“ ამერიკა–საქართველოს 25–წლიანი დიპურთიერთობის მანძილზე. თუ ვივარაუდებთ, რომ ყოველ 25 წელიწადში აშშ–ს კონგრესში 30 „საქართველოს მეგობარი“ დაემატება, მაშინ 425 წლის შემდეგ მთელი კონგრესი ერთხმად გაუწევს შუამდგომლობას ნატოში საქართველოს მიღებასა და მასთან თავისუფალ ვაჭრობას!