უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი სოჭში ანატოლი ბიბილოვს შეხვდა

   საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი სოჭში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს შეხვდა. მათ რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ვლადიმერ პუტინმა ანატოლი ბიბილოვს კიდევ ერთხელ მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს. ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების განხორციელება ახალი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მომავალშიც გაგრძელდება.