გლდანულას დასახლებაში დღეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აკურთხეს
დღეს გლდანულას დასახლებაში, ერთწლიანი მშენებლობის შემდეგ, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აკურთხეს. აქ ეს ერთადერთი მოქმედი ტაძარია და, როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია, რომ გლდანულაში მოქმედი ტაძარი იქნება.
ახლადგახსნილ ტაძარში ლოცვას გარდაბნისა და მარნეულის ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აღასრულებს. შეგახსენებთ, რომ ტაძარი მოსახლეობის შემოწირულობებით აშენდა.