საზოგადოება
NATO- NATO“-ს ძახილით ჩვენ საქართველოს ტერიტორიები დავკარგეთ! – ნიკოლოზ მჟავანაძე

   საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. „თუ კონსტიტუციაში ამას ჩავწერთ, საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება", -  განაცხადა „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას.

„ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, სერბეთი, ავსტრია, ფინეთი, ირლანდია, მალტა, შვედეთი და შვეიცარია NATO-ს წევრები რომ არ არიან, ეკონომიკურად უჭირთ თუ რა ხდება? „NATO- NATO"-ს ძახილით ჩვენ ტერიტორიები დავკარგეთ და თუ კონსტიტუციაში ამას ჩავწერთ, საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება! კარგად მიმოვიხედოთ გარშემო - ირანი რუსეთს ეხვეწება, შენი ბაზები ჩემს ტერიტორიაზე განალაგეო, ხოლო ერდოღანი დღეში ხუთჯერ პუტინის სურათზე ლოცულობს და ლამის ათათურქის პორტრეტის გვერდით ჩამოკიდოს; სომხეთი როგორ შესციცინებს თვალებში რუსეთს, ისიც კარგად ვიცით... ხოლო აზერბაიჯანმა, როგორც ყარაბაღში კონფლიქტი განაახლა, საკმარისი იყო ერთი ზარი ალიევთან და იმის მკაფიოდ განცხადება, რომ რუსეთი ამას არ შეეგუებოდა, ომი მაშინვე შეწყვიტა. აი, ასეთ გარემოცვაში ვართ და ვის ვეჭიმებით, ვისი იმედი გვაქვ?", - აცხადებს მჟავანაძე.