აქტუალური
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილმა პუტინი „გადააგდო“ და სწორედ აქედან დაიწყო ყველა უბედურება!

   საქართველო, 3 მაისი, საქინფორმი. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქრობენ - ოღონდაც რუსეთი მოგვშორდეს და აფხაზეთი და სამაჩაბლო წაიღოსო!" - განაცხადა „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას.

ვიცი, საბოლოოდ ჩვენ რუსეთთან დიალოგი აუცილებლად მოგვიწევს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ, არამედ იმაზე, როგორმე საქართველოსგან თბილისი მაინც დარჩეს!

აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთმა საბოლოოდ რომც წაიღოს, NATO აქ მაინც ვერ შემოვა! ხელისუფლებამ უნდა ეძებოს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებთან თანხვედრის გზები! როცა ვლაპარაკობთ - რუსეთმა „გადაგვაგდოო", განა ჩვენ არ მოვატყუეთ და არ „გადავაგდეთ" რუსეთი? აბა, ის რა იყო, პუტინსა და სააკაშვილს შორის შეთანხმება რომ მოხდა ბათუმში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ და სააკაშვილმა პუტინი „გადააგდო"? ძალიან კარგი იქნებოდა ამ ცენტრის ბათუმში შექმნა, რადგან თურქეთისგან ჩვენ გვემუქრება სერიოზული საფრთხე. დიახ, სააკაშვილმა პუტინი „გადააგდო" და სწორედ აქედან დაიწყო ყველა უბედურება, რაც მერე დაგვემართა!" - აღნიშნა ნიკოლოზ მჟავანაძემ.