უცხოეთი
აფხაზეთში ეთნიკური ქართველებისთვის ბინადრობის ცნობის გაცემას თბილისში გმობენ

   საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. სოხუმის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქართველი მოსახლეობისთვის ბინადრობის ცნობის გაცემის შესახებ, მიუღებელია, განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

ოფიციალურ თბილისს მიაჩნია, რომ ეს ქმედებები კიდევ ერთელ არღვევს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მცხოვრები ქართველების უფლებებს.

ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას განზრახული აქვს აღნიშნული საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში შეიტანოს და ასევე, გააგრძელოს ბრძოლა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად ყველა სხვა, დღეს არსებული ფორმატით.

ადგილობრივი შსს–ს ინფორმაციით, ბინადრობის ცნობა გაიცემა 5 წლის ვადით „უცხოელ მოქალაქეებსა ანდა მოქალაქეობის არმქონე პირებზე“. ნახევარ წელზე მეტი ვადით აფხაზეთის დატოვებისთვის ცნობის მფლობელებს ის ჩამოერთმევათ. ასევე, მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური უფლებები და არ შეუძლიათ უძრავი ქონების შეძენა აფხაზეთში, თუმცა შეუძლიათ მისი გაყიდვა და მემკვიდრეობით გადაცემა.

2011 წლის მონაცემებით, აფხაზეთში 46 ათასი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს, რომლებიც რეგიონის მოსახლეობის 19%–ს შეადგენენ.