საზოგადოება
უამინდობის გამო მოძრაობა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდულია

gombori-vazianiუამინდობის გამო მოძრაობა ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. რაც შეეხება საქართველოს სხვა ადგილებს, რიკოთის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია. დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე გამოიდარებს და კვლავ უნალექო ამინდები იქნება. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, გუშინ ღამით თოვდა დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში. ასევე, ბაკურიანში, თბილისსა და თელავში. შავი ზღვის სანაპირო ქალაქებში კი წვიმდა.