უცხოეთი
აფეთქებები სირიაში - ისრაელმა იარაღის საწყობზე ავიაიერიშები მიიტანა

   საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. სირიის დედაქალაქში, დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა ისმოდა. გავრცელებული ცნობით, ისრაელმა ავიაიერიშები მიიტანა იარაღის საწყობზე, რომელიც დაჯგუფება ჰეზბოლას ეკუთვნოდა.

სპეცსამსახურების ინფორმაციით, იარაღის მარაგი ირანიდან შედიოდა და აეროპორტში თეირანიდან ჩასულ სატვირთო თვითმფრინავებს თითქმის ყოველდღიურად იღებდნენ. აეროპორტი დამასკოდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.