აქტუალური
ახალი პარტია თუ მოძრაობა? – პარლამენტის ექსთავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ბრიფინგი

   საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი დღეს, 28 აპრილს, 12 :00 საათზე მომავალი პოლიტიკური გეგმების შესახებ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

უსუფაშვილი ბოლო რამდენიმე კვირაა, ყოფილ თანაპარტიელებთან, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან და ექსპერტებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს. ამ მოლაპარაკებების შედეგი, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ასევე ცნობილი გახდება, იქნება ეს პოლიტიკური პარტია თუ საზოგადოებრივი მოძრაობა.

სავარაუდოდ, უსუფაშვილი დღევანდელ ბრიფინგზე მომავალი პოლიტიკური გუნდის წევრების გარეშე წარდგება.