აქტუალური
კანონმდებლები ერთხმად აკრიტიკებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომელიც საქართველოში სიტყვის თავისუფლებას ემუქრება

   საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომლის თანახმადაც მოსამართლეების შეურაცხყოფაზე სანქციები უნდა დაწესდეს, საქართველოს პარლამენტში ეხმაურებიან. “ქართულ ოცნებაში” ცვლილების აუცილებლობას ვერ ხედავენ.

რაღაცა რეგულაციების შემოღება, რომლითაც ადამიანებს პირზე ხელს მივაფარებთ და ვეტყვით, რომ თქვენ ამის თქმის უფლება არ გაქვთ, შეიძლება გახდეს საშიში, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომელიც აღიარებს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს, პლურალიზმს, დემოკრატიასპრივილეგირებულ ადამიანთა ჯგუფს ჩვენ ვერ გავაჩენთ, რომელთა გაკიცხვაც იქნება კანონით დასჯადი“, - აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

ეს იმდენად სულელური ინიციატივაა, რომ მხოლოდ ჩვენს მოსამართლეებს შეიძლება მოსვლოდათ თავში, რომ აკრძალულია მოსამართლეთა კრიტიკამაშინ რატომ არის დაშვებული დეპუტატის კრიტიკა ან თუნდაც მღვდლის კრიტიკა. მე არ გამიკვირდება, რომ ამ ხელისუფლებამ ასეთი კანონი მიიღოს, ამიტომ წინასწარ მინდა, გეგმა შევასრულო და ვთქვა, რომ მურუსიძე, ურთმელიძე, ნაზღაიძე და ის ორი ქალბატონი და 9 მოსამართლე მოსამართლეები კი არ არიან, არამედ არიან არაფორმალური მმართველის პირადი, დაქირავებული მოსამსახურეები“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ.

„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ საზოგადოებაში, სადაც დაცული უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლება. იუსტიციის საბჭოს და მის წევრებს კარგად უნდა ესმოდეთ, სად გადის ზღვარი, როდესაც საკითხი ეხება გამოხატვის თავისუფლებას და ევროკონვენციით დადგენილ შეზღუდვებს“, - განმარტავს “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი ტუღუში.