აქტუალური
საქართველოსა და რუმინეთის მთავრობები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

   საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღინიშნა.

ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სხდომა და ერთობლივი ბიზნესფორუმი გაიმართება.

მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე.

რუმინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების კუთხით.