პოლიტიკა
ყაზტრანსგაზი საქართველოს წინააღმდეგ – კახა კალაძის კომენტარი

   საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის, განცხადებით, “ყაზტრანსგაზის” გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს, მოულოდნელია.

"ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ დაბრუნებულიყო ყაზახური მენეჯმენტი მმართველობაში, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა. სხვა დამატებით საკითხებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგან შეიძლება შემდეგ ჩემი კომენტარი გამოყენებული იქნეს არბიტრაჟში ისევ ამ კონკრეტულ საქმეში“, - განაცხადა კალაძემ.