აქტუალური
„ნაცმოძრაობა“ საპროტესტო აქციებს ამზადებს სააკაშვილის კონსტიტუციის დაცვის საბაბით

   საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. მოძრაობა “დაიცავი კონსტიტუცია” შემდგომ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე კონსულტაციებს აგრძელებს. კამპანიაში ჩართული ოპოზიციური პარტიები კონსტიტუციის დასაცავად არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ფუნდამენტური ცვლილებების წინააღმდეგ, რომლებიც ძალაში პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ შევა.

დღეს არის მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, რომ ყველამ საქართველოში დაინახოს, რომ ხელისუფლება არის თავისი საკონსტიტუციო ცვლილებებით ხელში დარჩენილი მარტო. რომ სხვა არავინ ამ ცვლილებებს მხარს არ უჭერს და ეს სხვა არიან არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, არამედ, რაც მთავარია, ასეთ აზრზე არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი“, - განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა, რომელიც საქართველოში ცნობილია როგორც პრეზიდენტების შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის დროს ყველა არჩევნების მთავარი ფალსიფიკატორი.

კამპანიაში ჩართულ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს უკვე ექნება სამოქმედო გეგმა.

„დღეს ძალაუფლების კონსოლიდაცია, ერთ ხელში აღება, რასაც ივანიშვილი ლამობს, არ არის დასაშვები, ეს არის ყველასთვის ცუდი. ამიტომ ყველა ერთად უნდა დადგეს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი მომავალი“, - აცხადებს „ნაცმოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა, საქართველოში შეიარაღებული ბანდფორმირების „კულინარების“ ორგანიზატორად და წინამძღოლად ცნობილი, რომელიც თბილისში 90–იან წლებში მოქმედებდა, შევარდნაძის პრეზიდენტობის პირველ წლებში.