უცხოეთი
„SPUTNIK-საქართველომ" გამარჯვების დღესთან დაკავშირებით აქცია დაიწყო

   საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველომ", ტელეკომპანია НТВ-სა და სოციალურ ქსელ Одноклассники-სთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში დაიწყო მასშტაბური აქცია #ОднаНаВсех. აქციის ფარგლებში თითოეულ ინტერნეტ-მომხმარებელს შეუძლია განათავსოს ОК-ის Sputnik-ის აკაუნტებში, ასევე НТВ-ს ვებ-გვერდზე და OK Live-ის პროგრამის საშუალებით თავისი ვიდეო ბულატ ოკუჯავას სიმღერის Нам нужна одна Победа შესრულებით და გააზიაროს ჰეშთეგით #ОднаНаВсех. მომხმარებლების გამოგზავნილი საუკეთესო ვიდეოები განთავსდება Sputnik-ის პორტალებზე დსთ-ში, საქართველოსა და ბალტიის ქვეყნებში, ასევე მოხვდება НТВ-ს ეთერში.
აქციის ფარგლებში Sputnik-ი დაიწყებს ვიდეოპროექტს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საგუნდო ანსამბლების, დსთ-ის, საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ცნობილი მუსიკოსებისა და Sputnik-ის სარედაქციო გუნდების მონაწილეობით. პროექტის მონაწილეები ასევე შეასრულებენ ლეგენდარული სიმღერის სტრიქონებს. 9 მაისს Sputnik-ის ვებ-გვერდებზე სომხეთში, ბელარუსში, მოლდოვასა და ყირგიზეთში საზეიმო ღონისძიებებიდან პირდაპირი ტრანსლაციები დაიწყება. Одноклассники-სა და OK Live-ის პროგრამის მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ისაუბრონ, როგორ აღნიშნავენ ამ დღეს მათ ქვეყნებში და განათავსონ ტრანსლაციები ჰეშთეგით #ОднаНаВсех. საუკეთესო სტრიმებს ტელეკომპანია НТВ თავის ეთერში აჩვენებს.
ტელეკომპანია НТВ-სა და სოციალურ ქსელ Одноклассники-სთან ერთად პროექტის რეალიზება ხორციელდება რუსეთსა და ევრაზიის სივრცის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ესტონეთი). პროექტის მიზანია მეორე მსოფლიო ომის გმირი მეომრების ხსოვნის და თაობებს შორის ცოცხალი კავშირის ჩვენება. 9 მაისს НТВ-ს ეთერში გამოჩნდება პირველი კლიპები ჰეშთეგით #ОднаНаВсех. ერთ-ერთის გმირები გახდებიან НТВ-სა და Sputnik-ის პოპულარული საერთაშორისო საბავშვო ვოკალური კონკურსის Ты супер! მონაწილეები. ნიჭიერი ბავშვები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ესტონეთიდან და ბელარუსიდან რამდენიმე თაობის საყვარელ სიმღერას ერთად შეასრულებენ.
 „Sputnik-საქართველო" ნაწილია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიოსი მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათეულობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30 ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ასელებში. ხელმომწერებისთვის Sputnik-ის ახალი ამბები 24 საათის განმავლობაში ვრცელდება ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე. НТВ – მსხვილი არასახელმწიფო ტელეკომპანიაა რუსეთში, რომელიც ფედერალურ მაუწყებლობას ახორციელებს. 1993 წლის ოქტომბერში ეთერში პირველი გასვლიდან НТВ სტაბილურად შედის რუსული ტელებაზრის ლიდერთა სამეულში. НТВ — ტრანსლირებს რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტზე და მოსახლეობის 99,2%-ს მოიცავს. რუსულენოვანი მაყურებლისთვის რუსეთის ფარგლებს გარეთ — ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ავსტრალიის ქვეყნებში НТВ ორ საერთაშორისო ვერსიას — НТВ-Мир-სა და НТВ-Америка-ს ახორციელებს. არხის პროგრამებს შორის ტრადიციულად ლიდერობს ჟურნალისტური გამოძიებები, დისკუსიები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე და, პირველ რიგში, ახალი ამბები და ანალიტიკა — НТВ-ს მაუწყებლობის საფუძველი. НТВ-ს რეპორტიორები, მიმომხილველები და არხის ტელეწამყვანები ყოველწლიურად იღებენ სამთავრობო და ჟურნალისტურ ჯილდოებს. გასართობი პროექტები — მძაფრსიუჟეტიანი სამამულო სერიალები და ფილმები, სოციალური და გასართობი პროგრამები, სათამაშო შოუები — არაერთხელ გამხდარა საავტორო პრემიების პრიზიორები. Одноклассники — რუსეთის ინტერნეტ-სივრცეში პირველი სოციალური ქსელია ვიდეონახვების მხრივ (comScore, 2016, დეკემბერი). შიდა მონაცემებით, ОК-ში დღე-ღამეში დაახლოებით 350 მლნ ნახვა ფიქსირდება. ОК-ში ხელმისაწვდომია როგორც UGC-კონტენტი, ასევე საკუთრების უფლების მქონეთა კონტენტი — ფილმები, სერიალები, ტელეგადაცემები და ბლოგერების ვიდეო. ამასთან ОК-ში მიმდინარეობს რუსეთის ტელეარხების უმეტესობის პირდაპირი მაუწყებლობა და სხვა.