საზოგადოება
“მზიურის” კორტები ჩოგბურთის ფედერაციას გადაეცა

   საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “მზიურის” კორტები 10 წლის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცა ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციას. ტერიტორიას არ შეეცვლება სპორტული პროფილი და განკუთვნილი იქნება ჩოგბურთისთვის.

ხელშეკრულების თანახმად, ყველა ასაკობრივი  ნაკრები მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებს კორტით. ყოველწლიურად ჩატარდება საქართველოს პირველობის ტურნირი ოთხ ასაკობრივ ჯგუფში. უზრუნველყოფილი უნდა იყოს "დევისისა" და ფედერაციის თასის გათამაშების შეხვედრები. 

“მზიურის” საჩოგბურთო კომპლექსი 9 ღია და 2 დახურული კორტისგან შედგება. არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც 12 ათასი კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს, ფედერაცია მოაწყობს საოფისე ფართს, სავარჯიშო დარბაზს, კვების ობიექტს, სპორტული ინვენტარისა და ტანსაცმლის მაღაზიას, გადახურავს 2 საჩოგბურთო კორტს. შეიქმნება 40 სამუშაო ადგილი. ფედერაცია ვალდებულია, განახორციელოს 500 000 ლარის ინვესტიცია.