უცხოეთი
სააკაშვილი დონბასთან გამყოფი კედლის აშენების ინიციატივით გამოდის

   საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ამჟამად უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენელი მიხეილ სააკააშვილი დონბასის ოკუპირებულ ნაწილთან გამყოფი კედლის აშენების ინიციატივით გამოდის. სააკაშვილის თქმით კონცენტრირება უკრაინის არაოკუპირებულ ნაწილზე უნდა მოხდეს, ქვეყნის განვითარების შემდეგ კი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაც იქნება შესაძლებელი:

მე ვემხრობი, რომ აშენდეს დიდი კედელი ( არა იაცენუკის, არამედ ნამდვილი) და დროებით გამოვეყოთ დონბასის ოკუპირებულ ნაწილს და კონცენტრირება უკრაინის დანარჩენ ნაწილზე გავაკეთოთ.

ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს მას შემდეგ, რაც დავამარცხებთ კორუფციას და დავიწყებთ სწრაფ განვითარებას, მაგრამ იმისთვის რომ ოკუპირებული ტერიტორიები მალე დავიბრუნოთ, ცვლილებები პირველ რიგში კიევში უნდა მოხდეს“- წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე.