საზოგადოება
კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიები მმართველი გუნდისთვის უსაფუძვლოა

   საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კონსტიტუციის პროექტით უკეთესი კონსტიტუცია შემუშავდება. ოპოზიციის პრეტენზიები მმართველი გუნდისთვის უსაფუძვლოა.

მთელი აქცენტის გადატანა, ვინ დატოვებს, ვინ გავა, არ მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო. მნიშვნელოვანია, რა საკითხებთან დაკავშირებით ვახერხებთ, რომ გვქონდეს კონსენსუსი. გვაქვს განწყობა და მზაობა, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი იყოს ფართო კონსენსუსის და შეთანხმების საგანი. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ყველაზე ღირებული დოკუმენტი, რომლითაც ქვეყანაში თითოეული მოქალაქე უნდა ამაყობდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის პროცესი გამჭვირვალე იყო.

„ეს პროცესი იყო ძალიან გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იყო ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა. უამრავი საკითხი, მათი მხრიდან დაყენებული, იყო გათვალისწინებული სამუშაო პროცესში. ვერ ვგებულობ, მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა“, - განაცხადა სოფო კილაძემ