აქტუალური
საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციების შემდეგ ერთობლივ პოზიციას დააფიქსირებს

   საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის არჩევის, მისი უფლებამოსილებებისა და საარჩევნო სისტემის შესახებ მუხლების შინაარსის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციის პროექტის მხარდაჭერის ან უარყოფის შესახებ.

ევროპული საქართველო” არ აპირებს მონაწილეობას ისეთი ცვლილებების ლეგიტიმაციაში, რომელიც მოიაზრება, როგორც დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯი, ვგულისხმობ წარმოდგენილ ვარიანტში ასახულ პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევასა და მათ შორის საპარლამენტო არჩევნების სისტემას“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

“თავისუფალი დემოკრატები” “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ შემოთავაზებულ დოკუმენტს ელოდებიან. შალვა შავგულიძის თქმით, თუ ის მათთვის მიუღებელი იქნება, კომისიას დატოვებენ.

“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიან საქართველოში” აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ და კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებენ.

„სადაც წაიღებს ხელისუფლება ახალ საკონსტიტუციო პროექტს, ჩვენ იქ ყველგან მივალთ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გავახსენებთ“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.