სამართალი
სააკაშვილის ძმას უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლება ჩამოართვეს

   საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ძმას დავით სააკაშვილს უკრაინაში მუდმივად ცხოვრების უფლება ჩამოერთვა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა.

გუშინ შევიტყვე, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წერილის საფუძველზე, ჩემს ძმას დავით სააკაშვილს მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაუუქმეს და ვალდებულია უკრაინა დატოვოს”, - წერს სააკაშვილი.

ძალიან მდაბიო საქციელია!” - ასე დაახასიათა ეს ქმედება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ბიზნესმენებს, რომლებიც გვეხმარებიან, ხურავენ, ოლიგარქებს კი ხელს არავინ კიდებს”, - დაიჩივლა მან.ამასაც გავუმკლავდებით! ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ”, -  დაასკვნა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი მას 2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე ეკავა, როდესაც გადადგომის შესახებ განაცხადა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რთულია ერთ რეგიონში სიტუაციის გამოსწორება, როდესაც მთელ ქვეყანაში კვლავაც კორუფციაა გამეფებული. 2017 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილმა თავისი პარტია რეგისტრაციაში გაატარა.