აქტუალური
მთავრობამ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგია შეიმუშავა - პრემიერი კვირიკაშვილი

   საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სტრატეგიის ავტორი ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატია.

პრემიერის თქმით, სტრატეგია ითვალისწინებს აქტიურობას როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე საშინაო პოლიტიკის მიმართულებით.

„ეს არის როგორც ქვეყნის შიდა სივრცეში, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციის სტრატეგია და მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს ეს სტრატეგია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.