აქტუალური
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფებოდა

   საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ  შეხვედრები გამართა არაბეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, მის მოადგილეებთან და მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლებთან. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.

ვიზიტი საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი ხელმძღვანელობდა, იყვნენ  სსიპ „დელტას“ დირექტორი უჩა ძოძუაშვილი და  კომერციული დირექტორი ოთარ ჩიტეიშვილი.  ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში გიორგი ჯანჯღავაც დაესწრო.