უცხოეთი
ტრამპი სირიაში შეჭრას არ გეგმავს

   საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. შეერთებული შტატების ხელისუფლება სირიაში შეიარაღებული ძალების შეყვანას არ გეგმავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

დონალდ ტრამპის განარტებით, როდესაც მან ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგები იხილა, თუ როგორ ეხოცებოდათ მშობლებს შვილები, მაშინვე გენერალ მეტისთან დარეკა. 

დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ის რაც შეერთებული შტატების ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ განახორციელა, ბევრად ადრე უნდა გაეკეთებინა ობამას ადმინისტრაციას. 

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ძალიან ბოროტ ადამიანს უჭერს მხარს, რაც,  როგორც თავად რუსეთისთვის, ისე მთელი კაცობრიობისთვის ცუდია.