პუბლიკაციები
„SPUTNIK. მნენიას“ გამოკითხვა: ტრამპის არჩევის შემდეგ მსოფლიო უსაფრთხო არ გახდება

   საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. გერმანიის (72%), საფრანგეთის (64%), ბრაზილიის (60%), დიდი ბრიტანეთისა (55%) და თურქეთის (52%) მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ მსოფლიო ნაკლებად უსაფრთხოა. ამ მოსაზრებას ემხრობა იტალიისა და აშშ-ის მოსახლეობის 45%. ასეთია „Sputnikმნენიას“ გამოკითხვის შედეგები, რომელიც საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ვის საერთაშორისო კვლევითმა კომპანია TNS Global-მა ჩაატარა.

გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია TNS Global-მა 2017 წლის 16-22 თებერვლის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 7 148-მა რესპონდენტმას აფრანგეთიდან (1004 ადამიანი, 16-64 წელი), გერმანიიდან (1014 ადამიანი, 16-64 წელი), იტალიიდან (1050 ადამიანი, 16-54 წლის),  დიდი ბრიტანეთიდან (1037 ადამიანი, 16-64 წელი), აშშ-დან (1027 ადამიანი, 18-64 წელი), ბრაზილიიდან (1 010 ადამიანი, 16-54 წელი) და თურქეთიდან (10006 ადამიანი, 16-54 წელი).  შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას ასაკის, სქესისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით წარმოაჩენენ. ცდომილება 95%-ია.