სამართალი
ეკა ბესელიამ ელისო კილაძეს სასამართლო დავა მოუგო

   საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს სასამართლო დავა მოუგო.

თავდაპირველად ეკა ბესელიას მისამართით .. კოკაინის საქმის მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე ცილისმწამებლური განცხადებები დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. მას აჰყვა ელისო კილაძე და ტანდემში მიდიოდა შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებები. ამიტომაც დეპუტატ ალეკო ელისაშვილს და ელისო კილაძეს ვუჩივლეთ. დღეს კი ეს დავა მოვიგეთ. „ქრონიკა +“-ის რედაქტორს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ლარის გადახდა და განცხადებების უარყოფა დაეკისრა“, -განაცხადა ადვოკატმა, რომლის თქმითაც, აღნიშნული 1500 ლარი ობოლთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დასახმარებლად გადაირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის ეთერში 2015 წელს გასულ ინფორმაციას ცილისწამებად მიიჩნევდა. ელისო კილაძე კი აცხადებდა, რომ ბესელიამ ნარკოდანაშაულში ბრალდებულები პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეიყვანა, რისთვისაც გარკვეული გასამრჯელო მიიღო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ელისო კილაძის ინფორმაცია ფაქტებს არ ეყრდნობოდა და მის პირად მოსაზრებას წარმოადგენდა.