"ქართული პარტიის" ლიდერები სამეგრელოს რეგიონს სტუმრობენ. ისინი მოსახლეობას სამომავლო გეგმებს აცნობენ.
ზუგდიდში სამეგრელოს რაიონებიდან ჩამოსულ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია შეხვდნენ.
სოზარ სუბარის თქმით, უახლოეს თვეებში "ქართულ პარტიას" საკუთარი წარმომადგენლობა საქართველოს ყველა სოფელში, რაიონში, ქალაქსა და რეგიონში ეყოლება.„ჩვენს პარტიას 50 ათასი წევრი ეყოლება და ყველა დაინახავს, რომ სწორედ ეს პოლიტიკური გუნდი იქნება სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე რეალური ალტერნატიული ძალა“, – განაცხადა სუბარმა.
ამასთან, რეგიონის მოსახლეობას სიტყვით ლევან გაჩეჩილაძემაც მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ხელისუფლება ხალხის დაშინებას ვეღარ შეძლებს და საქართველოს გადარჩენა სამეგრელოდან დაიწყება".
"ქართული პარტიის" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია გაზაფხულზე იგეგმება.
მეგრული ვოიაჟი „ქართული პარტიის“ ლიდერებმა გუშინ დაიწყეს. ისინი რეგიონში კიდევ რამდენიმე დღე დარჩებიან.