აქტუალური
საქართველო და ლიტვა: საერთო საფრთხეები და რუსეთის შეკავების პოლიტიკა

   საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იზორიამ და რაიმუნდას კარობლისმა გაფართოებული ფორმატით გამართული შეხვედრისას განხილული თემები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში ლიტველი ექსპერტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

ლიტვა სპეციალური ოპერაციების ძალების მაქსიმალური მზადყოფნის დონით გამორჩეულია. ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივა ეროვნული გვარდიების შესაძლებლობების განვითარებასთან იქნება დაკავშირებული, რათა ნატოს სტანდარტების შესაბამისი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა ჩამოვაყალიბოთ“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

რაიმუნდას კარობლისმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მინდა, მინისტრი მივიწვიო “Flaming Sword 2017” სწავლებაზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოც მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ წვრთნებში. არის ერთი საკითხი, რაც საერთოა ჩვენი ქვეყნებისთვის - ეს არის საერთო საფრთხეები. თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც საჭიროა და შეკავების პოლიტიკაც აქტუალურია“, - განაცხადა ლიტვის თავდაცვის მინისტრმა.