საზოგადოება
აი რას წერდა ილია მართალი რუსეთზე! - ნიკოლოზ მჟავანაძე „ნაცსექტას“ მიმართავს

   საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი.  „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

მანქურთებო, „რუსთავი 2"-ის დანაცსექტის" წარმომადგენლებო, აი რას წერდა ილია მართალი რუსეთზე:

„რატომ დავმალოთ, ჩვენ უთუოდ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და რად ვიცრუოთ, ჩვენი სამშობლო რომ გვიყვარს, მხოლოდ ამიტომ გვიყვარს რუსეთიცა. ეს ასეთი ბუნებრივი ჩვეულებრივი და გასაგებია ჩვენი მამა-პაპური ზნეობისა გამო. რუსეთმა დაიფარა ჩვენი სამშობლო დარბევისა და დამცირებისაგან, იგი ამჟამადაც აშორებს მას უწინდელ ავბედობა-განსაცდელს. რუსეთმა განკურნა ჩვენი სამშობლოს წყლულნი... ჩვენი სამშობლოს სიყვარული თვითონ არის ნაყოფიერი ნიადაგი, სადაც ფესვიანდება, იზრდება და ძლიერდება ჩვენი კეთილი დამოკიდებულება და ერთგულება რუსეთისადმი".