საზოგადოება
გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიაში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,აფხაზეთის თოლიები” (ხელმძღვანელი ე. პატარიძე). მათ არაერთი კონცერტი ჩაუტარებიათ გალის, ოჩამჩირისა და სოხუმის ხალხით გაჭედილ დარბაზებში. მათ მიერ შესრულებულ ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს აღფრთოვანებაში მოუყვანიათ აფხაზები და აფხაზეთში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები.
თუ აფხაზები და რუსები უსმენენ და უყურებენ ქართველი პატარების შემოქმედებას, ჩვენ რა გვჭირს? რატომ უგულებელყოფენ და რატომ უკლავენ ამ პატარებს ქართულ სულისკვეთებას?