პოლიტიკა
ბერძენიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარე არის არასერიოზული, არაკვალიფიციური და თავხედი

   საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს "TV პალიტრა პლუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" თავხედი უწოდა.

"როგორ გახდა პარლამენტის თავმჯდომარე, რა დამსახურების გამო, მაინტერესებს, რა გაუკეთა ქართველ ხალხს ისეთი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამხდარიყო.

თავის გაგონილი პირადი ეჭვები, საწოლში გაგონილი მოგვახსენა, როგორც ფაქტი. ის შეიძლება სადმე კვალიფიციურია, მე ვერ ვხედავ...

მე ვხედავ ერთ რამეს, პარლამენტის თავმჯდომარე არის არასერიოზული, არაკვალიფიციური, უზრდელი, ოჯახში გაზრდილს არგავს, თუმცა ეს ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ მშობლები ასეთები არ იყვნენ, ნამდვილად ვიცი. რაც მთავარია, თავხედია და ინსტიტუციებთან ომში შედის. მას ჰგონია, რომ თუ პრეზიდენტზე ცუდ სიტყვას იტყვის, ეს ააშენებს სახელმწიფოს. ეს სწორი მიდგომა არაა.

მას ნულოვანი დამსახურება ჰქონდა, როცა ამხელა თანამდებობა დაიკავა", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.