აქტუალური
კონფერენციაზე „ჰიბრიდული ომის პირობებში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის“ მეთოდებზე იმსჯელეს

   საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ნატოს დღეების ფარგლებში, სახალხო დიპლომატიის ორდღიანი ფორუმის ერთ-ერთ პანელში „კიბერშეტევა და ომის ახალი ხელოვნება“ მომხსენებლად თავდაცვის სამინისტროს სსიპ “კიბერუსაფრთხოების ბიუროს” დირექტორის მოადგილე დავით ჭილაშვილი გამოვიდა, რომელმაც თანამედროვე მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვან გამოწვევებსა და რისკებზე ისაუბრა და ყურადღება თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებულ პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებზე გაამახვილა. ამ თვალსაზრისით მან ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

კონფერენციაზე საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ჰიბრიდული ომის პირობებში სახალხო დიპლომატიისა და  სტრატეგიული კომუნიკაციის როლსა და პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე მსჯელობენ.