აქტუალური
საქართველოში ნატოს საწვრთნელ ცენტრს ააშენებენ და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეიძენენ

   საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ნატოს კვირეულის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დისკუსია გამართა.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სტრატეგიული მიმართულებების ოთხ ძირითად პუნქტზე. ეს არის: თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებში, სამართლიანი დაფინანსება, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება და საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში აშენებას, ანტისაჰაერო და ანტისატანკო სისტემების შეძენას და თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო.