ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

უბედური შემთხვევა მოხდა „ბორჯომის“ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახალგაზრდა მამაკაცმა მიტოვებული მატარებლის ერთ-ერთ ვაგონთან თავი ჩამოიხრჩო. ამ დრომდე უცნობია გარდაცვლილის ვინაობა.
ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია. როგორც გაირკვა, მამაკაცის გვამი გამვლელებმა შენიშნეს. უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ამასთან, უცნობია თვითმკვლელობის მიზეზი.