უცხოეთი
სირიის ავიაბაზაზე აშშ–ის ავიაიერიშის წინააღმდეგ აშშ–ში მასობრივი მიტინგები გაიმართა

   საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ნიუ-იორკსა და აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებიც აშშ-ის მიერ სირიის დაბომბვას მიეძღვნა, იუწყება Daily News New York. აქციებზე ასობით ადამიანი გამოვიდა. ნიუ-იორკის ცენტრში აქცია, Trump Tower-თან გაიმართა.

მონაწილეებს ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ, ლოზუნგებით: "ხელები შორს სირიისგან"; "ფული მიმართეთ სამუშაო ადგილებისკენ, სკოლებისკენ, ჯანდაცვისკენ და არა სირიაში ომისკენ". მიტინგის მონაწილეები სკანდირებდნენ და ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდნენ.

ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ აშშ-ის სხვა ქვეყნებისთვის დემოკრატია და მშვიდობა არასოდეს მოუტანია.

Union Square-ზე გამართული აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. დააკავეს რამდენიმე ადამიანი. აქციები მოეწყო ორგანიზაციების ANSWER, Coalition და International Action Center ინიციატივით.

სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე, ჰომსთან მდებარე ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი 2 ხომალდიდან (Ross-ი და Porter-ი) 50-60 ფრთოსანი რაკეტა Tomahawk-ი გაუშვა.