"ქართული პარტიის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახები მოინახულა.
ამასთან, მისივე განმარტებით, ფოცხოეწერში მცხოვრებ დევნილთა უმეტესობა უმუშევარია, რადგან სოფელში დასაქმების შესაძლებლობა არ აქვთ.
"მიზერული დახმარებით, რომელსაც ხელისუფლება იმეტებს, ბავშვების კვების და გათბობის პრობლემასაც ვერ წყვეტენ. დევნილები უკან, თბილისში, დაბრუნებას მოითხოვენ, სადაც თითქმის 20 წელი ცხოვრობდნენ და გარემოსთან ადაპტირებული იყვნენ", - აცხადებს "ქართული პარტიის" თავმჯდომარე.
გარდა ამისა, მისივე შეფასებით, "ხელისუფლების არასწორი და ხშირად დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად საკუთარი სახლებიდან გამოძევებული ადამიანები უკვე რამდენიმეჯერ იქცნენ დევნილებად".
"ტერმინები: "განსახლება" და "გადასახლება" ამ ხელისუფლებისთვის სინონიმებია", -დასძინა სუბარმა.