აქტუალური
მივმართავ ელჩებს, იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე! - გიორგი მარგველაშვილი

   საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა 7 აპრილს, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის რიგით მეოთხე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ნატოს ვარშავის სამიტზე პრიორიტეტად შენარჩუნდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგის მონაწილედ მიიწვიეს.

შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოში იწყება. უსაფრთხო შავი ზღვა კი რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის და გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა. სწორად ამიტომაა აუცილებელი საქართველოს აქტიური ჩართულობა შავ ზღვაზე უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში.

ბრიუსელის სამიტის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველო სამიტზე არ იქნება წარმოდგენილი. მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებსა და მათ წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში, პატივცემულ ელჩებს - იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე. ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებით განისაზღვრება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.