უცხოეთი
სამხრეთ ოსეთი არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოსთან სამი დღით საზღვარს კეტავს

   საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. რეჟიმის უშიშროების კომიტეტის ცნობით ე.წ. სამხრეთ ოსეთი 7 აპრილის 20:00 საათიდან 10 აპრილის ჩათვლით დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს.  ე.წ საზღვრის ჩაკეტვა პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას უკავშირდება, პრეზიდენტის დე ფაქტო არჩევნები 9 აპრილს არის დაგეგმილი, ამავე დღეს უნდა ჩატარდეს ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის რეფერენდუმიც.