აქტუალური
ნორვეგიელი კონტრადმირალის ნილს იოჰან ჰოლტეს ვიზიტი საქართველოში

   საქართველო, 7 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური, კონტრადმირალი ნილს იოჰან ჰოლტე იმყოფება. გუშინ ნორვეგიელი ადმირალი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მიიღეს. მხარეებმა საქართველოსა და ნორვეგიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

კონტრადმირალი ნილს იოჰან ჰოლტე დელეგაციის წევრებთან ერთად ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია, სადაც მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ცენტრის ისტორიის, სტრუქტურის, ამოცანის, შესრულებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა კი ნორვეგიელ სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებზე, არსებულ პრიორიტეტებსა და შეიარაღებული ძალების მზადყოფნაზე ესაუბრა.