საზოგადოება
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ნაცებო“, თქვენ ხართ ფაშისტები!

   საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი.  ამის შესახებ სოციალურ ქსელში „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე წერს.

მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ რუს ხალხს სანკტ-პეტერბურგის მეტროში განხორციელებული ტერაქტის დროს დაღუპული ადამიანების გამო. ეს ტერაქტი არის მიმართული არა მარტო რუსეთის, არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ.

ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები დიდი აღტყინებითა და სიხარულით შეხვდნენ ყოველივეს და არათუ სოლიდარობა გამოხატეს უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო, არამედ გააკეთეს განცხადებები, რომელიც ახალისებს ტერორიზმს მთელ მსოფლიოში.

ყოველივე ადასტურებს იმას, რომ თქვენ არაფრით არ განსხვავდებით იმ ტერორისტებისგან, ვინც რუსეთში ასეთი საშინელი დანაშაული ჩაიდინა. თქვენ ხართ ფაშისტები!", - წერს მჟავანაძე.

საქინფორმი: „ძალიანაც კარგი! დაე მტრის მიწაზე ქვა ქვაზე არ დარჩეს!“ – ამ და მსგავს ჩანაწერებს ტოვებდნენ სააკაშვილის მომხრეები სოცქსელებში.