აქტუალური
ზუგდიდელები ქალაქისთვის თვითმმართველობის სტატუსის შენარჩუნებას ითხოვენ

   საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. აქციის მონაწილეების განცხადებით, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შეჩერება ქალაქში დაგეგმილი და დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეაფერხებს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ზუგდიდის მერიაში “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან დასაქმებული, რომლებმაც ქალაქში ეკონომიკური უკუსვლა გამოიწვიეს და ხარჯების შემცირების მიზნით მერიის გაუქმება დაუშვებელია.

“ნაციონალური მოძრაობის” რეგიონის ოფისი ხელმოწერების შეგროვებას კურირებს და შემდეგ ამ ხელმოწერებით პარლამენტისთვის მიმართვას აპირებს.