აქტუალური
მთავრობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს - კახა კალაძე

   საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

პრეზიდენტთან სადებატო, მე ვფიქრობ, არაფერი არ გვაქვს მთავრობას. ზოგადად, გამოსვლას და შინაარსს რაც შეეხება, მე არ მაქვს ინფორმაცია, რაზე იქნება საუბარი, ეს ალბათ პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძისგან განსხვავებით, მინისტრთა კაბინეტის ნაწილმა ჯერ არ იცის, დაესწრება თუ არა პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას.

ყველა საკითხი, რასაც შეეხება პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა, ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დასწრებას, ვიცით, რომ პრემიერმინისტრი და რამდენიმე მინისტრი დაესწრებიან. შეიძლება, მეც ვიყო ამ შემადგენლობაში, თუმცა საბოლოო კონსულტაცია ჯერ არ გვქონია, ამიტომ დაზუსტებით ვერ გეტყვით. რაც შეეხება დებატების ფორმატს, ჩემი აზრით, აუცილებლობა, რომ დებატები გაიმართოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, არ არსებობს“, - ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში 7 აპრილს მიდის.