პოლიტიკა
პოლ კრეიგ რობერტსი მეტროში მომხდარ ტერაქტზე: ტერორი - აშშ-ის იარაღია

   საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ამერიკელმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მიმომხილველმა პოლ კრეიგ რობერტსმა “ცარგრადთან” საუბრისას სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარი ტერაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ტერორიზმი ვაშინგტონში კეთდება, ეს არის იარაღი, რომელსაც ვაშინგტონი მათ წინააღმდეგ იყენებს, ვინც მისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, - განაცხადა პოლ კრეიგ რობერტსმა. აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში რობერტსი ეკონომიკურ პოლიტიკაში ფინანსთა მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა.

მისი აზრით, “ვაშინგტონი დაინტერესებულია არა რუსეთთან თანამშრომლობით, არამედ მხოლოდ ჰეგემონიის დამყარებით რუსეთზე და ყველა იმ ქვეყენაზე, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებენ”.

მსოფლიოში გააქტიურებულ ტერორიზმს კრეიგი მთლიანობაში შეერთებული შტატების გარკვეული წრეების საქმიანობას, ობამას მემკვიდრეობას უკავშირებს.