საზოგადოება
დავით კალანდია: „ამდენი დამცველი თუ ეყოლებოდა გადამგდებ დეველოპერ აფერისტს, არ მეგონა!“

  “ქურდი ციხეში უნდა იჯდეს!” (კინოფილმიდან შეხვედრის ადგილი უცვლელია)

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. ქართველი პუბლიცისტი დავით კალანდია თავის ფეისბუქგვერდზე კომენტარს აკეთებს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” მფლობელების - დების მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისათვის 4-4-წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ:

„ამდენი დამცველი თუ ეყოლებოდა გადამგდებ დეველოპერ აფერისტს, არ მეგონა.
ეტყობა პლეხანოველობა, "ტფილისელობა" და "კაიბიჭობა" თავისას შვება.
აბა ერთი მათ ადგილზე ბანოჯელი ზაქრუა ყოფილიყო ან ახალციხელი გრანტიკა, ან ხულოელი ჯვებე, ხომ უკანმოუხედავათ გააკრავდით მას ჯვარზე... ჯვარზე არა, ხუთ ან ექვსქიმიან ვარსკვლავზე?
დამცველებო, არ შეგეხოთ ეს აფიორა და ამიტომ თამაშობთ სამარიტელობანას,ხო?
ხო!
იმ ექვსიათას გადაგდებულ ოჯახს შორის რომ ყოფილიყავით, დღეს როგორ იმღერებდით დამცავ არიას, ამასაც ვნახავდი.
თუ ევროპელობა და ამერიკელობა გვინდა, მაშინ კანონმა იკანონოს, მიუხედავათ ჩვენი სიმპატიებისა!
კსტაწი, მგონი ის იშვიათი შემთხვევაა, სადაც კანონი მართლაც კანონობს.
2003 წელს, კიდევ კარგი, ოჯახის დაჟინებას გავუძელი და არ დავთანხმდი გოთუაზე ჰაერის ყიდვას, თორემ დღეს 6000 კი არა, 6001 დაზარალებული ოჯახი იქნებოდა.
P.S. ისე კი, რა განსხვავებაა აფერისტსა და ქურდს შორის?..”