უცხოეთი
ტილერსონმა ნატოს მოკავშირეები დაამშვიდა

   საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა აღნიშნა, რომ NATO-ს ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლა და "რუსეთის აგრესიისთვის" წინააღმდეგობის გაწევა უნდა იყოს.

"ჩვენი ამოცანების სიის პირველ ნომრად ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება უნდა იყოს, რადგან ის საფრთხეს წარმოადგენს NATO-ს ყველა წევრი ქვეყნისთვის და ალიანსის პარტნიორებისთვის. ამასთანავე, ალიანსის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაც უნდა დარჩეს", - აღნიშნა რექს ტილერსონმა.

არაფორმალურ გარემოში, ლანჩის დროს, ერთ-ერთმა მინისტრმა ალიანსისა და რუსეთის ურთიერთობებზე განაცხადა, რომ „ტანგოს საცეკვაოდ ორი ადამიანია საჭირო“, რაზეც ტილერსონმა უპასუხა, რომ „შესაძლოა, რუსეთთან ტანგოს ცეკვით რაიმე გამოვიდეს კიდეც, თუმცა ამას ნამდვილად ვერ შეძლებენ სერგეი ლავროვთან, რადგან მას ცეკვის უფლება არ გააჩნია“. მის ხუმრობას აპლოდისმენტები და ოვაციები მოჰყვა მინისტრების მხრიდან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ NATO-ს თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ის 2% უნდა შეიტანოს.