პოლიტიკა
როგორც საქინფორმს "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა აცნობა, დღეს პარლამენტის შენობის წინ დევნილთა აქციები დაიწყება.
აქცია საკანონმდებლო ორგანოს წინ 14:30 საათზე დაიწყება და მას კონსერვატორული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი, ხალხის პარტიის წევრი ალეკო შალამბერიძე და "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ბაგებში მდებარე სტუდქალაქის სამი კორპუსიდან დევნილთა გამოსახლება მიმდინარეობს.