სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა TCR International-ის მხარდასაჭერად საცდელი რბოლა განახორციელა

   საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძარიანი ავტომობილებით რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის - TCR International-ის 2017 წლის სეზონის წინასაჩემპიონატო საკვალიფიკაციო გარბენი გაიმართა.

საკვალიფიკაციო რბოლაში 12 ქვეყნის სახელით 16 ავტომრბოლელმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სახელით ქართველმა ავტომრბოლელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი Mia Force-ს წევრმა დათა ქაჯაიამ და სერბმა სპორტსმენმა დუშან ბორკოვიჩმა იასპარეზეს.

დათა ქაჯაიამ, საკვალიფიკაციო გარბენში მიღებული შედეგების მიხედვით, სასტარტო ხაზთან პირველი ადგილი მოიპოვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა TCR International-ის, ჩემპიონატში მონაწილე მრბოლელების, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიისა და „სოლიდარობის ფონდის“ მხარდასაჭერად სარბოლო ავტომანქანით საცდელი გარბენი სიმბოლურად თვითონაც განახორციელა.