პოლიტიკა
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს თბილისის ცენტრში თავს დაესხნენ

   საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. გუშინ, 3 აპრილს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ.

ეს არ იყო უბრალოდ თავდასხმა და არანაირი ყაჩაღობის მიზნით. იმიტომ, რომ ჩვენ წუხელ ღამით მივიღეთ ინფორმაცია ამის თაობაზე. გელა ხვედელიძე იყო ჩემთან და მითხრა, რომ იოსებ გოგაშვილი არის წყობიდან გამოსული იმ მასალების გამო, რაც მე გამოვაქვეყნე და იმ მასალების გამო, რის გამოქვეყნებასაც მომავალში ვაპირებდი. საქმე ეხება სინთეტიკური ნარკოტიკის, .. ბიოს დაკრიშვას გოგაშვილის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე – რედ.) მიერ, მასალებს, რომელიც ხვალინდელ გაზეთში უნდა გამოქვეყნებულიყო. გაგვაფრთხილეს, რომ ვყოფილიყავით ძალიან ფრთხილად, იმიტომ, რომ ის ჩიხშია მოქცეული, როცა უჩა მამაცაშვილმა უარი უთხრა მფარველობაზე, როცა ივანიშვილმა თქვა, რომ ის სამსახურიდან უნდა წავიდეს, როცა ვერ მოახერხა ჩემი შვილის დაჭერით ჩემი გაჩუმება, ის ჩაიდენდა გამოუსწორებელ შეცდომას. თუ გამოუსწორებელი შეცდომა გელა ხვედელიძეზე თავდასხმა იქნებოდა, რა თქმა უნდა, ამას ვერ ვივარაუდებდით“, - აცხადებს გაზეთ “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.

სახლიდან გამოვედით და როგორც ჩანს, ელოდებოდა ორი ნიღბიანი. მეუღლე საუბრობდა ტელეფონზე და უცებ დაესხა ეს ორი ნიღბიანი თავს. საერთოდ არაფერი უთქვამთ. ვცდილობდი, რომ ეს ნიღაბი ჩამომეხსნა ამ ბიჭისთვის, მაგრამ უცებ გაიქცნენ“, - აცხადებს ხვედელიძის მეუღლე მარეხი ფერაძე.

თავდასხმის შემდეგ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე კლინიკაში გადაიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანება აქვს მიღებული.