აქტუალური
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების სისტემის მოწყობისთვის 883 888 ლარი გამოიყო

   საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემისთვის ჭკადუაშში - 172 011 ლარი, ზედაეწერში - 47 362 ლარი, აბასთუმანში - 127 883 ლარი და ყულიშკარში 536 682 ლარია გათვალისწინებული.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.