აქტუალური
“ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მერეთში „მეგობრობის ბაღი“ გაშენდება” - გორის მუნიციპალიტეტი

   საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. გამგეობის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა ბავშვებთან ერთად სკვერში ბროწეულის ხეივანი გააშენეს. დაირგო ასევე კაკლის და ცაცხვის ნერგები.

ამ სოფელთან გადის ხელოვნური საზღვარი. მავთულხლართების გარშემო ცხოვრობენ როგორც ქართველი, ასევე ოსი ეროვნების მოქალაქეები. სწორედ ამ ორი ერის მეგობრობის სიმბოლოდ გვინდა, ამ ადგილასმეგობრობის ბაღიგავაშენოთ. იმედი მაქვს, ეს ხელოვნური საზღვრები მალე დაინგრევა, - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი.

სხვადასხვა ჯიშის 200-მდე ნერგი, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი „უთხოვარი“, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა „ორქისმა“ უსასყიდლოდ გადასცა.